ბრენდის პოზიცია

ბრენდის პოზიცია
ადგილი, რომელსაც ბრენდი იკავებს კონკურენტებთან მიმართებაში ბაზრის მიზნობრივი სეგმენტის (მიზნობრივი აუდიტორიის) ცნობიერებაში. ბრენდის პოზიცია ბრენდის იმ ღირშესანიშნაობებზე ფოკუსირდება, რომლებიც მას კონკურენტებისაგან გამოყოფს. პოზიციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბაზარი გადავსებულია და ახალი მაყურებლის რაოდენობა შედარებით მცირეა. მომგებიანი პოზიციონირება საშუალებას იძლევა განისაზღვროს არა მარტო კომპანიის ადგილი ბაზარზე, არამედ დაგანახოთ დამატებითი საკონკურენტო უპირატესობა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძლიერ ვიწრო პოზიციონირებამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს მიზნობრივი აუდიტორიის ძლიერ შემცირების გამო. პოზიციონირების დროს არჩევანის ძებნის სამი ზონა არსებობს: მომხმარებლის მოთხოვნილება, კომპანიის მიზნები და კონკურენტების პოზიცია. ოპტიმალური არჩევანი სწორედ ამ სამი ზონის გადაკვეთაშია მოთავსებული.
Source: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი: პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "ბრენდის პოზიცია" в других словарях:

  • ბრენდის მართვა — ეს არის ბრენდის ინდივიდუალური ნიშნების შექმნა, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ამ ნიშნების ცვლილება და საჭიროების შემთხვევაში ანტიკრიზისული გეგმის შედგენა. ბრენდის ფორმირებისას კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა მას ბაზარზე ლიდერობა.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»